კულტურის სამინისტროსა და აშშ-ის შინაგან საკითხთა დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საკითხთა დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა „ამერიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის“ (USDOI-ITAP) თანამშრომლობის ფარგლებში და მისი მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტერიტორიების, მუზეუმ-ნაკრძალების დაცვისა და მუზეუმების მენეჯმენტის მიმართულებით