ბრიტანეთმა რუს ოლიგარქ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა
დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა.
ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ტინკოვი აღარ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც მოიცავდა აქტივების ჩამორთმევას და ნდობის სერვისების მიწოდების აკრძალვას.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა მილიარდერმა და კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა ბრიტანეთის მთავრობას აღნიშნული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა.
ტინკოვმა ადრე ოფიციალურად მიმართა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნით.
მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას – სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს ან ხელს უწყობენ ომს. ტინკოვის თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ ის შეცდომით მიიჩნია იმ ადამიანთა რიცხვში.
2022 წლის ოქტომბერში ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.