“უკრაინის პორტების ბლოკადა რუსული ფლოტისთვის რისკებს შეიცავს” – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებისა და შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიების მოხსნის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საერთაშორისო სავაჭრო გემების შეფერხების მხრივ გააქტიურდება.

ამის შესახებ ბრიტანულ დაზვერვაში განაცხადეს.

თუმცა, უკრაინის პორტების ბლოკადის ოპერაციის შემთხვევაში, რუსეთის ფლოტი უკრაინული დრონების და სანაპირო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა გარიგებიდან გასვლა, სავარაუდოდ, გარკვეული ხნის წინ გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდა, რომ ის მის ინტერესებში აღარ იყო.

მოსკოვი თავისი გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამბობს, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმებისგან საფრთხე ემუქრებათ და რომ უკრაინა, თითქოს, მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

რუსეთს ამ ბრალდებების მტკიცებულება არ წარუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები