“ვაგნერი” ბელარუსელი სამხედროების წვრთნას იწყებს
ბელარუსელი სამხედროები კვირის განმავლობაში რუსეთის კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” დაქირავებულ მებრძოლებთან რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პოლიგონზე ერთობლივ სწავლებას გამართავენ.
ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ “ბრესტკის” პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ამოცანები შემუშავდება.
მანამდე, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო გამოაცხადა, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელობასთან შემუშავდა საგზაო რუკა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დარგის ქვედანაყოფების მომზადებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
უწყებაში ივლისში უკვე განაცხადეს, რომ “ვაგნერის” დაქირავებულები ინსტრუქტორების როლს ასრულებდნენ.
გუშინ გავრცელდა ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერელებისადმი” მიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ სანამ „ვაგნერი“ ბელარუსში იქნება, ისინი ბელარუსის არმიას „მსოფლიოს მეორე არმიად“ აქცევენ და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდში დაუდგებიან.
მან ასევე სთხოვა დაქირავებულებს, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ბელარუსები მათ შეხვდნენ „არა მხოლოდ როგორც გმირებს, არამედ – როგორც ძმებს“.