ბელარუსში “ვაგნერის” 10 ათასამდე წევრი გადავა
რუსეთის კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერში” განაცხადეს, რომ ბელარუსში 10 ათასამდე დაქირავებული გადავა.
ამის შესახებ განაცხადა „სარდალთა საბჭოს“ წევრმა, რომლის ზედმეტსახელია “მარქსი”.
Telegram-ში გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი ამბობს, რომ უკრაინაში ომში 78 ათასი დაქირავებული წევრი მონაწილეობდა, რომელთაგან 49 ათასი პატიმარი იყო.
“ბახმუტის აღების დროს, დაღუპული იყო 22 ათასი მებრძოლი, დაიჭრა 40 ათასი. ცოცხალი და ჯანმრთელია 25 ათასი პლუს დაჭრილები, რომლებიც მკურნალობენ. მათგან 10 ათასამდე წავიდა და მიდის ბელარუსში”, – თქვა მან.
მანამდე, სახელმწიფო დუმაში განაცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტები “ვაგნერის ჯგუფის” 33000-მდე დაქირავებულთან გააფორმა.