ბაღდათში შვედეთის საელჩოში ხალხი შეიჭრა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ასობით ადამიანი შვედეთის საელჩოში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა, ყურანის დაწვის მორიგი აქციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნეს, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო თავდასხმა და ხაზი გაუსვა ერაყის ხელისუფლების მიერ დიპლომატიური მისიების დაცვის აუცილებლობას.

აქცია შიიტი სასულიერო პირის, მუქტადა სადრის მხარდამჭერებმა მოაწყვეს.

ხალხმა საელჩოს წინ შეკრება ადგილობრივი დროით ღამის 01:00 საათზე დაიწყო და სადრის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ერთი საათის შემდეგ, მათ დაიწყეს საელჩოს შენობის შტურმი.

შედეგად, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები