ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. ეს განცხადება რასმუსენმა დიდ ბრიტანეთში, ნიუპორტში გააკეთა, სადაც ნატოს სამიტი გაიმართება. „იტარ-ტასი“ წერს, რომ ნატომ კვლავ მოუწოდა რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ, შეიარაღებული მებრძოლების დახმარებისა და კონსტრუქციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ. გარდა ამისა, რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ყველა მცდელობას მიესალმება. „მე ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც რეალურად ადგილზე ხდება, ამას აქვს მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის დესტაბილიზაციას განაგრძობს“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები