კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 25 000 ლარს, სამინისტროს კი ხუთმა კონკურსანტმა მომართა.
გამარჯვებული პროექტებია:
1. „ამღერებული ამერ-იმერი“; განმახორციელებელი ა(ა)იპ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი (ფოლკლორული ანსამბლი) „მთიები“. დაფინანსდა ეთნომუსიკის თეატრთან არსებული ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერის“ მიერ ფოლკლორული საღამოების გამართვა საქართველოს რეგიონებში.
2. ,,თეატრობანა – შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხერხები“; განმახორციელებელი ა(ა)იპ სტუდია „ასტეროიდი“. დაფინანსდა თეატრალური ხელოვნების შესახებ ლექცია-საუბრებისა და მასტერკლასების ჩატარება სტუდია „ასტეროიდის“ მოსწავლეებისათვის მათივე მონაწილეობით, ასევე – მეთოდური რეკომენდაციების მომზადება.
3. სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“; განმახორციელებელი შპს საბავშვო თეატრი „მეორე სახლი“. დაფინანსდა საბავშვო სპექტაკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ დადგმის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები