ქართული კარიკატურის ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ქართული კარიკატურის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„კონკურსის ბიუჯეტია 35 000 ლარი და მისი მიზანია კარიკატურის მუზეუმის ან მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
კონკურსში განცხადებით წარმოდგენილი პროექტი უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 20 აგვისტოსი და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ამავე პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სამ საგამოფენო სივრცეში გაიმართა სამი გამოფენა-ჩვენება.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 28 ივლისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ. N: 032 2 022229 ან 577 502 762 სამუშაო საათების განმავლობაში. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 14 აგვისტოსი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“, ასევე, ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/wwpsgpdB