ბატალიონი „კიევსკაია რუს“ რუსეთის ფედერაციის ძალების ალყაშია

 ბატალიონი „კიევსკაია რუს“ რუსეთის ფედერაციის ძალების ალყაშია. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლარისა სარგანი აცხადებს, რუსი სამხედროების ალყაში მე-11 ბატალიონი „კიევსკაია რუს“ მოხვდა. „მეთაურს ეშინია ჯარისკაცები გამოიყვანოს – ამის ბრძანება არ არის. გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღებას ვერ რისკავს, რადგან, მერე დეზერტირებად გამოაცხადებენ. სამხედროებს დახმარება სჭირდებათ! მეორე ილოვაისკი არ გაამეოროთ!“, – წერს სარგანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები