გასული ღამის განმავლობაში 70 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა (ვიდეო)

კიდევ ათობით უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ვესტი“ (vesti.ru) ავრცელებს. გამოცემის მონაცემებით, უკრაინაში დასახლებულ პუნქტებთან ვერგუნსკის რაიონში, გეორგიევსკში და ლუტუგინოში კიდევ რამდენიმე შეტაკება მოხდა. მეამბოხეების არტილერიამ დარტყმა ერთ ადგილას კონცენტრირებულ ტექნიკაზე განახორციელა სოფელ პობედას რაიონში და დმიტროვკის მიდამოებში. სხვა ტექნიკასთან ერთად განადგურებულია 5 ჯავშანტრანსპორტიორი. სულ კი ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ჯარმა 16 ჯავშან მანქანა და 28 ჩვეულებრივი ავტომობილი დაკარგა.
დონეცკის მიმართულებით დაძაბულობა თვითონ ქალაქ დონეცკის მიდამოებშია. ცეცხლი კვლავ ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში გაიხსნა. ბრძოლის ცენტრად კი ადგილობრივი აეროპორტი რჩება.
სააგენტო „ვესტი“-ს ინფორმაციით, თითქმის მთელ დონეცკში წყალია გათიშული. სარემონტო ბრიგადები პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, მეამბოხეების შეიარაღებული ძალები ამას სერიოზულად არ განიხილავენ. მათ ფიქრობენ, რომ ოპერატიული პაუზა კიევს ჯარების გადაჯგუფებისთვის სჭირდება. გამოცემის ინფორმაციით, გავრცელდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯარები საკუთარ პოზიციებს ამყარებენ.

10668205_828528570520716_1392545611_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2I19DtKv2UM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები