მიხეილ სარჯველაძე – ივანიშვილზე: ადამიანს, რომელიც ბანკში კუთვნილ თანხას ითხოვს, უნდა აძლევდნენ და უბრუნებდნენ – უნდა ივარაუდო, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მოტივაციას

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ადამიანს, რომელიც ბანკში კუთვნილ თანხას ითხოვს, უნდა აძლევდნენ და უბრუნებდნენ, ამასთან დაკავშირებით, მე პირადად არავითარი ეჭვი არ მაქვს და არ მგონია, ვინმეს რაიმე ღირებული არგუმენტი დაესახელებინა, რატომ შეიძლება ჩერდებოდეს ეს თანხა. არსებობს ბანკი, არსებობს კლიენტი, კლიენტს ეკუთვნის ეს თანხა, არავის უთქვამს, რომ ეს ასე არ არის, მილიონი მიზეზი სახელდება და მათგან არც ყოფილა ვარგისი, რაც შეიძლება ბანკის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო შემოთავაზებული, მხოლოდ დროის გაჭიმვის მიზანი ამოძრავებდა. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, უნდა ივარაუდო, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მოტივაციას, ზეწოლის მოტივაციას და რა პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს, ამაზეც ძალიან მარტივად შეგვიძლია მტკიცე ვარაუდები ჩამოვაყალიბოთ, ვერ გეტყვით ეს დაბრუნებას გულისხმობს, ვიღაცისთვის მოტივატორი შეიძლება იყოს, რომ საქართველოში მაგალითად, აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყოს, ბევრი რამ შეიძლება იყოს მიზეზი და სამწუხაროდ, არც ერთი მათგანის გამორიცხვა არ შეიძლება,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის მარტიდან ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ფაქტობრივად, შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღდგება სრულ აქტივებზე წვდომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები