ჯასთინ ბიბერს ბრალი კიდევ ერთხელ წაუყენეს
კანადელ მომღერალ ჯასთინ ბიბერს კიდევ ერთხელ წაუყენეს ბრალი ავტომანქანის სახიფათო მართვისა და სხეულის დაზიანებისთვის. ინციდენტი ქალაქ სტეტფორდში მოხდა, რა დროსაც მომღერლის ავტომანქანა „მინივენსა“კვადროციკლს შეეჯახა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაპირისპირების მონაწილეები ჯასთინ ბიბერი, კვადროციკლის მძღოლი და „მინივენსის“ მგზავრი გახდნენ. მომხდარის სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ბიბერი პოლიციის განყოფილებიდან უკვე გამოვიდა, თუმცა იმ პირობით, რომ 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში მოსმენაზე გამოცხადდება.