“რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს” – კრემლი

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მარცვლეულს შეთანხმება, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ის შეწყდა.

მისი მოქმედების ვადა 17 ივლისს იწურება.

„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის ხელშეკრულებების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, არ შესრულდა. ამიტომ, მისი მოქმედება წყდება”, – თქვა პესკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც კი შესრულდება შეთანხმებების რუსული ნაწილი, რუსეთი “ამ გარიგების განხორციელებას დაუყოვნებლივ დაუბრუნდება”.

“ის გაჩერდა. მარცვლეულის გარიგება შეჩერდა. როგორც კი რუსული ნაწილი შესრულდება, რუსული მხარე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება ამ გარიგების განხორციელებას“, – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.

გასულ კვირა მედია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტი შეთანხმების გახანგრძლივებას დათანხმდა, თუმცა, კრემლში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები