აშშ-ში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 56 გრადუსი ​

აშშ-ის ტერიტორიის ნაწილში ჰაერის მაღალ ტემპერატურას ებრძვიან. მაგალითად, უკვე 16 დღეა, ფენიქსში, არიზონასა და კალიფორნიაში 43-გრადუსიანი ამინდი ფიქსირდება.

ამასთან, კალიფორნიაში, სიკვდილის ველში თერმომეტრმა 56 გრადუსი აჩვენა.

ისტორიული მეტეორეკორდი დაფიქსირებულია ასევე ჩინეთში, სადაც სინძიანის პროვინციაში 52.2 გრადუსი დაფიქსირდა, რაც, წინა რეკორდთან შედარებით, 1.7 გრადუსით მეტია.

ამავდროულად, სინოპტიკოსები მიმდინარე კვირას უფრო ექსტრემალურ სიცხეს პროგნოზირებენ.

ინგლისელი სპეციალისტების აზრით, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მაქსიმალური, საშუალო ტემპერატურა 45°C იქნება, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილში შესაძლოა, 50°C-მდეც ავიდეს.

აშშ-ის სამხრეთ ნაწილებსა და ჩრდილოეთ მექსიკაში ტემპერატურა საშუალოზე საკმაოდ მაღალი იქნება – საშუალოდ 40-ის ფარგლებში და 30 გრადუსზე ქვევით არ ჩამოვა.

კანადაში მოსალოდნელია ძლიერი ჭექა-ქუხილი, რასაც თან ერთვის ტორნადო, სეტყვა და ძლიერი წვიმა.

ინდოეთსა და მიანმარის დასავლეთ ნაწილებში ძლიერი მუსონური წვიმები იქნება.

სამხრეთ ჩინეთში ტროპიკული ქარიშხალი “თალიმი” იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, ჰაინანის პროვინციას დღეს საღამოს, ან ხვალ დილით დაატყდება.

სამხრეთ კორეაში მოსალოდნელია წყალდიდობა, ძლიერი წვიმებია ასევე მოსალოდნელი მეზობელ იაპონიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები