ჩინეთის მეტეოისტორიაში პირველად, ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა – 52.2°C

აზიაში სახიფათო ცხელი კლიმატური პირობები ვრცელდება, ხოლო ჩინეთში მორიგი მეტეორეკორდი დაფიქსირდა.

კერძოდ, სინძიანის პროვინციაში 52.2 გრადუსი დაფიქსირდა, რაც, წინა რეკორდთან შედარებით, 1.7 გრადუსით მეტია.

ამავდროულად, სულ რაღაც 6 თვეა გასული მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -53 გრადუსი დაფიქსირდა, – იტყობინება Sky News-ი.

იანვარში ქვეყნის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ცენტრმა დაადასტურა, რომ წინა რეკორდი -52,3°C, რომელიც 1969 წელს დაფიქსირდა, მოიხსნა ჩრდილოეთ ჩინეთში და შეადგინა -53 გრადუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები