“უკრაინა ელოდება ნატოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას აგრესორის შესაჩერებლად“
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს სამიტის წინ, კრიზისის მოგვარების ე.წ. შვიდპუნქტიანი გეგმით საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს. მისივე თქმით, პუტინის ნამდვილი გეგმა უკრაინის განადგურება და საბჭოთა კავშირის აღდგენაა.
“ერთადერთი გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაჩერებლად ის იქნება, თუ რუსეთი თავის რეგულარულ არმიას და დაქირავებულ ჯარისკაცებს მოაშორებს უკრაინიდან. სწორედ ამის შემდეგ დამყარდება მშვიდობა უკრაინაში”, – განაცხადა იაცენიუკმა. მისი თქმით, უკრაინა ელოდება ნატოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას აგრესორის შესაჩერებლად.