“დავით სერგეენკო ჩემი, ჩვენი მეგობარია, თავისი შეხედულებები აქვს გარკვეულ საკითხებზე და ჩვენ, ვიღაცებისგან განსხვავებით, სადამსჯელო ოპერაციებს არ ვატარებთ” – გია ვოლსკი

„დავით სერგეენკო ჩემი, ჩვენი მეგობარია, თავისი შეხედულებები აქვს გარკვეულ საკითხებზე და ჩვენ, ვიღაცებისგან განსხვავებით, სადამსჯელო ოპერაციებს არ ვატარებთ“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“არსებობს შიდა განაწესი, არსებობს რეგლამენტი. ნახევარზე მეტს რომ არ დაესწრები, უნდა გახვიდე პარლამენტიდან, იქნები სერგეენკო თუ სხვა. შალვა ნათელაშვილიც მაგ მიზეზით გავიდა პარლამენტიდან. დავით სერგეენკო ჩემი, ჩვენი მეგობარია, თავისი შეხედულებები აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ, ვიღაცებისგან განსხვავებით, სადამსჯელო ოპერაციებს არ ვატარებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენამ განაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები