უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სააკაშვილი შეიწყალოს

უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

როგორც სახალხო დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით, რომელიც მედიაში გაშუქდა, ასევე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობამ.

ამიტომ, პარლამენტმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დიმიტრი ლუბინეცს სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეს.

გარდა ამისა, უმაღლესმა რადამ მიმართა ზურაბიშვილს, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და ის შეიწყალოს”.

რადამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ და „დაადასტურონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები