“გიორგი ვაშაძესა და მის გუნდთან თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია” – ლევან ბეჟაშვილი
„გიორგი ვაშაძესა და მის გუნდთან თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, რომ საერთო სტრატეგიის, საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვიმოქმედოთ ერთად იმისთვის, რომ დავამარცხოთ საქართველოში რუსული რეჟიმი და მოვუპოვოთ საქართველოს ევროპული მომავალიო. ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძის და მის გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და ამოცანა არის რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში, სხვა პარტიების დამარცხება შეიძლება, იყოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნას. საზოგადოების მოთხოვნა არის ის, რომ შეიცვალოს რუსული რეჟიმი საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.