ირაკლი ზარქუა: პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც არის ინფლაცია, რა გადაიხადა ქალბატონმა გიულიმ ასეთი, რომ ვერ ეშვებიან
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, დაისვენენონ და იმ სახელმწიფოებს მიხედონ, სადაც უამრავი გამოწვევაა.
“მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს და არ არის საფუძველი მისი არსად გადაყვანის, ისევე – როგორც დაადგინა გერმანიის ერთ-ერთმა კვალიფიციურმა კლინიკამ, რომ არც მოწამლულია და არც არაფერი, უბრალოდ მან უნდა იკვებოს და შეეშვას საბოტაჟს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო – ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც არის ინფლაცია მაღალი, სადაც არის ასევე უამრავი გამოწვევა. რა არის გადახდილი ერთი ის გამაგებინა, რა გადაიხადა ქალბატონმა გიულიმ ასეთი, რომ ვერ ეშვებიან,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ინფორმაციისთვის, 44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.