მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის არასწორი ნარატივი გაშიფრულია, ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან, მით უფრო მოახერხებენ ოპოზიციაში კომფორტული ადგილის მონახვას

ოპოზიციის არასწორი ნარატივი გაშიფრულია და საზოგადოება ხვდება, რომ პოლიტიკაში არასწორი გზით და მიმართულებით მოძრაობენ, ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან, მით უფრო მოახერხებენ ოპოზიციაში კუთვნილი კომფორტული ადგილის მონახვას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ფაქტია, დღეს ოპოზიცია საკუთარ ადგილს კომფორტულად ვერ პოულობს. ამის რეალური მიზეზია მათი არასწორი ნარატივი, რომელიც გაშიფრულია და საზოგადოება ხვდება, რომ ისინი პოლიტიკაში არასწორი გზით და მიმართულებით მოძრაობენ. ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან, მით უფრო მოახერხებენ ოპოზიციაში კუთვნილი კომფორტული ადგილის მონახვას. მათი მთავარი პრობლემაა, რომ არასწორი დასკვნები გამოაქვთ და ცდილობენ, კომფორტული ადგილი ისევ კონფიგურაციების გადაჯგუფებით იპოვონ. შეიძლება, ვიღაც გადაჯგუფებას გვარამიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის და გაზრდილი შიშების გამო ცდილობდეს. ვიღაცისთვის მოტივატორი შეიძლება, სხვა ფაქტორები იყო, მათ შორის შეუთანხმებლობა და დაპირისპირება საკუთარ პარტიაში. მათ სწორი აღქმა არ აქვთ, რასთან აქვთ საქმე და მოქალაქეებს რა პოზიციით ესაუბრონ და ასევე მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები