“ვაგნერი” არ არსებობს!” – პუტინმა არშემდგარი აჯანყების შემდეგ პრიგოჟინთან შეხვედრაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირველად ისაუბრა კერძო სამხედრო კამპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან შეხვედრაზე, რომელიც კრემლში არშემდგარი აჯანყებიდან ხუთ დღეში შედგა.

“მათთან შეხვედრაზე შევაფასე ის, თუ რაც გააკეთეს ბრძოლის ველზე და მეორე მხრივ ისიც, რაც გააკეთეს 24 ივნისის მოვლენების დროს. მესამე, ავუხსენი მათი სამომავლო მსახურების შესაძლო ვარიანტები, მათ შორის, ბრძოლაში. სულ ეს იყო”, – თქვა პუტინმა “კომერსანტის” ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა “ვაგნერი”, როგორც საბრძოლო ერთეული, პუტინმა თქვა, “ვაგნერი” არ არსებობს!”.

“ჩვენ ხომ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ! ამიტომ, ის უბრალოდ არ არსებობს! ჯგუფი არსებობს, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. რთული კითხვაა,” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები