„უახლოეს დღეებში რაღაც ახალს ველოდებით“ – ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში შესაძლოა, უახლოეს დღეებში სიახლე იყოს.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება და არ მიგვიმართავს მედიისთვის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიჩქარებთ. ამ გაურკვევლობაში, ვიდრე რამე დადგინდება, შეიძლება, ყველას თავისი შეხედულება ჰქონდეს. დღესასწაულები როცა არის, ნაკლებად შესაძლებელია სხვა სამუშაო პროცესები. ამიტომ, უახლოეს დღეებში ალბათ რაღაცას ახალს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები