ნინო ხარატიშვილის რომანის მიხედვით სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით The Ink Factory და Amusement Park სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ.
მწერალთა სახლი The Hollywood Reporter-ის ცნობაზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს, რომ სატელევიზიო სერიალზე „ოსკარისა“ და „ემის“ ჯილდოს მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ.
„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ გერმანულ ენაზე 2014 წელს გამოვიდა. 2018 წელს ამავე რომანისთვის ნინო ხარატიშვილმა ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლ ბრეხტის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები