დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს.
„13 ივლისს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ, მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრეპავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სვეტიცხოვლობას ულოცავს“, – აღნიშნულია მილოცვაში.