ამირან სალუქვაძე: უკეთესი დრო ზუსტად ახლაა, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს – ადექით და მიგვიღეთ! არ მგონია, უკრაინას ეწყინოს, დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც

უკეთესი დრო ზუსტად ახლაა, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს. ამაზე უარესად რუსეთი როგორ უნდა გაღიზიანდეს, როგორც ახლაა გაღიზიანებული?! ადექით და მიგვიღეთ! არ მგონია, რომ უკრაინას ეწყინოს. დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც, – ამის შესახებ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ეუბნებიან, რომ იგი ომშია და ამიტომ ნატოში ვერ მიიღებენ. საქართველო კი ომში არ არის და ამდენად, ქვეყნისთვის საამისოდ კარგი დროა.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთი ოდესმე დათანხმდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა მაინც მაქვს ის პრეტენზია, როგორც ფინეთი და შვედეთი მიიღეს. ახლა უკრაინას ეუბნებიან, რომ ომშია და ვერ მიიღებენ და ჩვენ არ ვართ ომში. მართლაც, 30 წელია კართან ვდგავართ. ეს სტანდარტული ფრაზები საზოგადოებაში იწვევს გულის გაცრუებას ნატოსთან მიმართებაში და პირველი, ვინც სკეპტიკურად განაწყობს მოსახლეობას ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედ ნატო. ვისაც უნდა ეწყინოს და გამაკრიტიკოს. ეს სტანდარტული ფრაზებია, რომ ყოველ წელიწადს უფრო ახლოს ვართ ნატოსთან.

სხვათა შორის, მანამდე ამბობდნენ, რომ საქართველო შეესაბამება ნატოს წევრობას და ველოდებით მხოლოდ რაღაც უკეთეს დროს. ეს უკეთესი დროა ახლაა ზუსტად, როდესაც რუსეთის გაღიზიანება არავის ანერვიულებს. ამაზე უარესად რუსეთი როგორ უნდა გაღიზიანდეს, როგორც ახლაა გაღიზიანებული?! ადექით და მიგვიღეთ! არ მგონია, რომ უკრაინას ეწყინოს. დამთავრდება ომი, მიიღებენ უკრაინასაც“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები