G7-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

G7-ის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში ნატოს სამიტის დასასრულს განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას “დიდი შვიდეულის” ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

დოკუმენტის სახელწოდებაა “უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია“.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ G7 ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას “სახლში უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი გამარჯვება მიაქვს”.

„ეს სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ზელენსკიმ.

როგორც იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ანუ G7 და ვოლოდიმერი კვლავ შევიკრიბეთ, G7-ის სამიტის შემდეგ. დეკლარაცია ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელმოსაწერად”.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზელენსკის იმისთვის, რომ უკრაინა მსოფლიოს იცავს”.

“უკრაინა იცავს მსოფლიოს. დღეს ჩვენ ვიწყებთ G7-ის დეკლარაციას, რომელიც უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიას იძლევა“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები