“დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორნი, მაგრამ მე ველოდები, რომ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები” – სტოლტენბერგი ზელენსკის

ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება თანასწორთა შეხვედრა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის იქნება შესაძლებელი უკრაინასთან, როგორც მოკავშირესთან, შეხვედრა.

ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საბჭოს შექმნის მიზანია ნატოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური კავშირებისა და ურთიერთქმედების გაძლიერება.

მისი განმარტებით, ეს განსხვავდება წინა კომისიის ფორმატისაგან, პირველ ყოვლისა, იმით, რომ საბჭოს შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და საბჭოს წევრები ერთმანეთს თანასწორობის საფუძველზე ხვდებიან.

მან ასევე დასძინა, რომ ამის გამო საბჭოს გადაწყვეტილებას ვერავინ დაბლოკავს.

“ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელმაც უნდა დააახლოოს უკრაინა ნატოსთან. დღეს ჩვენ ვხვდებით, როგორც თანასწორნი, მაგრამ მე ველი, რომ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები