„ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ თუ მოწვევა იქნებოდა, იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, „არავის უნდა მსოფლიო ომი და ჩვენ ეს ასევე შეგვიძლია, გავიგოთ. ცივილიზებული ხალხი ვართ და ცხადია, რომ სანამ ომი მიმდინარეობს, ნატოს წევრი ვერ გავხდებით“.
„დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი. თუ დღეს G7 შეთანხმდება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, დეკლარაციაში ჩაიწერება, რომ გარანტიები დარჩება, სანამ ჩვენ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ვართ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.