მედვედევმა უკრაინას გაზის ტარიფად 385 დოლარი დაუწესა

  რუსეთი მზადაა უკრაინას გაზი ისევ მიაწოდოს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მიმართვაში დიმიტრი მედვედევმა უკრაინის მხრიდან გაზის საფასურის ასტრონომიულ დავალიანებაზე ისაუბრა და უკრაინასთან გაზის მიწოდების საკითხში თანამშრომლობის განახლების ორი პირობა დაასახელა. მედვედევის მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს და კუბურ მეტრ გაზში 385 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.
წყარო: epravda.com.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები