ობამა რუსეთს მოუწოდებს XIX საუკუნეში დაკარგული მიწები დაივიწყოს
ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა დაივიწყოს მიწები, რომელიც XIX საუკუნეში დაკარგა.
აშშ დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ.
„რუსული არმია, რომელიც უკრაინაში შევიდა – ეს არც ჰუმანიტარული და არც სამშვიდობო მისიაა. იქ იმყოფება რუსული სამხედრო ნაწილები რუსული იარაღით და რუსული ტანკებით. ეს ფაქტია, რომელიც შეიძლება დავამტკიცოთ. ეს ეჭვს არ იწვევს”, – განაცხადა ობამამ.
მან ასევე განაცხადა, რომ „ მცდელობები დაიბრუნო XIX საუკუნეში დაკარგული მიწები – ეს ის მეთოდი არაა, რომლითაც XXI საუკუნეში რუსეთმა შეიძლება განაცხადოს თავისი სიდიადის შესახებ”.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კრიზისის დარეგულირება სამშვიდობო გზით და დიპლომატიის საშუალებით უნდა ეცადოს. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვმა უნდა დააფასოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ დაიმსახუროს პატივისცემა.