აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამისი რესურსები ამ კუთხით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ათასი სპეკულაციაა ვაზიანის აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. თითქოს, ის რაღაც მიზანმიმართულად კეთდება. მე როგორც ვიცი, აეროპორტის გაფართოების კუთხით არის ორი ვერსია. ერთი არის არსებულის გაფართოება და მეორე, ახალი აეროპორტის მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ვაზიანის აეროდრომი იყო განთავსებული. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ზოგადად, აეროპორტის რესურსების გაფართოება არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ეკონომიკა იზრდება, ტურიზმიც გაიზრდება და მას სჭირდება შესაბამისი რესურსები ამ კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.