უკრაინა იღებს გარანტიას, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან შეასრულონ მისთვის მიცემული დაპირებები, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიევმა მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის პერსპექტივა და არა თავად MAP-ი, “რეალურად არავინ გეგმავდა ამ დაპირების შესრულებას”.
”ყველა მარწმუნებს, დმიტრი, ჩვენ გვესმის თქვენი გრძნობები, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბუქარესტი არ განმეორდება, ამჯერად ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს შევასრულოთ თქვენთვის მოცემული დაპირებები. და მე ვეუბნები: ყველაფერი კარგია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს არ იყიდება. ანუ შენ არ შეგიძლია გახვიდე ხალხთან და უთხრა, რომ: შეხვედრაზე დამპირდნენ, რომ ამჯერად სხვაგვარად იქნება,“ – თქვა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ახლა მოკავშირეებს შორის მიმდინარეობს დისკუსია უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით, რომლის არსი არ არის ასახული ფორმულირებაში: „გავუგზავნით მოწვევას უკრაინას, როდესაც მისი წევრები შეთანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული.”