გაერო: გასულ კვირას მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მსოფლიოში გასულ კვირას რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ამის შესახებ გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) გამოაცხადა.

“წინასწარი მონაცემებით, დაკვირვებების ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ყველაზე ცხელი კვირა დაფიქსირდა. ის მოჰყვა რეკორდულად ყველაზე ცხელ ივნისს”, – ნათქვამია WMO-ს განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, 7 ივლისს გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,24 გრადუსი იყო, რაც 0,3 გრადუსით მეტია, ვიდრე წინა რეკორდის დროს იყო, რომელიც 2016 წლის 16 აგვისტოს დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები