ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების არქივების და პირადი ნივთების ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთკას გადაეცა
თბილისში ნიკო ნიკოლაძის ბინაში არსებული ოჯახის წევრების არქივები და პირადი ნივთების ნაწილი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ნიკო ნიკოლაძის ბინა, რომელსაც პოლიევქტოვა-საღირაშვილების ოჯახი ფლობდა, ახლახან ახალ მფლობელს გადაეცა. ბინაში წლების მანძილზე შემონახული ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების არქივებისა და პირადი ნივთების ნაწილი კი ამ ოჯახმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ნიკოლაძეების არქივს შეემატა უძვირფასესი საარქივო მასალა: პირადი ნივთები, წერილები, ფოტოალბომები, ფოტოფირფიტები, ნახატები (ალექსანდრე პერშაკოვის მიერ შესრულებული ნიკო ნიკოლაძის მეუღლის, ოლგა გურამიშვილის პორტრეტი) და ა. შ.
ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია აგროვებს ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების არქივებს. ჩვენს ფონდში, ნიკო ნიკოლაძის პირადი დოკუმენტების გარდა, ინახება დიდი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის შვილების, რუსუდან, გიორგი და თამარ ნიკოლაძეების, ასევე მისი დისშვილების ბესარიონ ჭიჭინაძის (ზაჰესისა და რიონჰესის მშენებლობის უფროსი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს) და ირაკლი (კაკი) წერეთლის (ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი) საარქივო დოკუმენტებიც.
არქივების დამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული ბიბლიოთეკა ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ასევე მათი თანამედროვე ეპოქის მოვლენებით დაინტერესებულ მკვლევრებს ნიკოლაძეების ყველაზე სრულყოფილ ფონდს სთავაზობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.