“სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილის არავინ აწამებს და სააკაშვილს არავინ კლავს, ეს არის ფაქტი” – ალეკო ელისაშვილი
“დარწმუნებული ვარ, ყოფილი ელჩების რეაქცია მოჰყვა ბოლო დროს სააკაშვილის ფოტო და ვიდეოს გავრცელებას, სადაც მართლა სუსტად გამოიყურება”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილის არავინ აწამებს და სააკაშვილს არავინ კლავს, ეს არის ფაქტი. მე მესმის იმ ელჩების, რადგან დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს კადრები ნახეს, მათზე ამან იმოქმედა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ამერიკის ყოფილი ელჩები უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სანქციებს არ გამორიცხავენ.