სალომე ზურაბიშვილი: ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამიტს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ ნატოს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ.
საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!”, – წერს პრეზიდენტი.