საფრანგეთმა რუსეთისთვის “მისტრალის” პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა

   საფრანგეთმა რუსეთისთვის “მისტრალის” პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. ხომალდის გადაცემის შეჩერების მიზეზად დასახელებულია რუსეთის მიერ უკრაინაში ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები.
” მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის არსებობისა, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის და რომელიც არ ამოქმედებულა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “მისტრალის” პირველი ხომალდის მიწოდებისთვის აუცილებელი პირობა შექმნილი არ არის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები