11 ივლისი პოეტ ტარიელ ჭანტურიას დაბადების დღეა

11 ივლისს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში პოეტი ტარიელ ჭანტურია დაიბადა.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი ლექსი „ნადირობა” გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”, პირველი კრებული „ლტოლვა” გამოვიდა 1964 წელს.
პოეტური კრებულების გარდა გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი. აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული.
არის  თბილისის საპატიო მოქალაქე, ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;  მიიღო: პრემია „საგურამო”, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები