მიხეილ ყაველაშვილი: მზაკვრული გეგმა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნეიტრალური გახდეს ლგბტ იდეოლოგიის მიმართ, რომელიც თითქოსდა სუსტებს იცავს, სინამდვილეში კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტია

„ლგბტ პირები რომ უნდა არსებობდნენ საზოგადოებაში, ეს გასაგებია, მაგრამ სად მივყავართ პროპაგანდას, რომლის შედეგია უკვე ის, რომ შტატებში, მაგალითად, არასრულწლოვანს კანონმდებლობით შეუძლია სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს?“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკმარისია იმ სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც, რომელიც ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში დაფიქსირდა, რომლის მიხედვითაც უკვე 22%-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, თავს ლგბტ პირად რომ მიიჩნევენ.

„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით შეგვიძლია ის სტატისტიკური მონაცემებიც მოვიყვანოთ, რაც ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში დაფიქსირდა – უკვე 22%-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტ პირად მიიჩნევენ. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა? რომ უნდა არსებობდნენ საზოგადოებაში, ეს გასაგებია, მაგრამ სად მივყავართ პროპაგანდას, რომლის შედეგია უკვე ის, რომ შტატებში, მაგალითად, არასრულწლოვანს კანონმდებლობით შეუძლია სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს? ამაზე კითხვები ხომ უნდა დაისვას? და თუ კითხვას სვამს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ შტატში ვინმე, ის ძალადობის მსხვერპლი ხდება  და  საზოგადოებიდან ირიყება. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება? გასაგებია, რომ ბუნებრივად, ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი, სუსტი დაიცვას და ამ სუსტის საზოგადოებაში არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ სუსტი ადამიანით რომ სარგებლობ და რაღაც იდეოლოგიას მივითარებ, რომლითაც 6 წლის მოზარდს შეუძლია თავად გადაწყვიტოს რა სქესი ექნება, ხოლო მშობელი თუ შეეწინააღმდეგება, მშობლის უფლებას კარგავს, ეს უკვე გაუგონარი სიგიჟეა, რაში გადასვლასაც ითხოვენ. ამ იდეოლოგიის მიღებას რომ მაიძულებ და მეუბნები, ჩვეულებრივიაო, ეს მიუღებელია.

მზაკვრული გეგმა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნეიტრალური და ტოლერანტული გახდეს ამ ლგბტ იდეოლოგიის მიმართ, რომელიც თითქოსდა სუსტებს იცავს, სინამდვილეში კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტია. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, თუმცა უკვე დაიწყეს, მათ შორის პრეზიდენტებმა – ორბანმა, ტრამპმა, ერდოღანმა და ა.შ. ეს ბრძოლა მიდის სწორედ, რომ ლგბტქ იდეოლოგია მისაღები გახდეს. სწორედ ამიტომ სურთ აღლუმების ჩატარება. ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანი ძალადობისგან უნდა დაიცვა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ადამიანების ჯგუფს ვინ აფინანსებს, რა სურვილი აქვს და სად მივყავართ, ამაზე კითხვები ხმამაღლა უნდა დაისვას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები