„კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
•„კამერული მუსიკის კონცერტების ციკლი“ – ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მუსიკალური საზოგადოება;
• „ახალი საბალეტო წარმოდგენისათვის „მედეა“ საავტორო საბალეტო მუსიკის შექმნა“ – გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი;
• „ქუთაისი – აკადემიური მუსიკის სივრცე“ – ფ.პ. თედო დიაკონიძე;
• „კამერული მუსიკის კონცერტები და მასტერკლასები რეგიონებში“ – ფ.პ. ნათელა ბერაია;
• „თბილისის ქალთა გუნდი. საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში“ – ი.მ. ომარ ბურდული;
• „ზვიად ბოლქვაძის მონოდრამა „The Passion of Medea“. საკონცერტო შესრულება“ – ფ.პ. ზვიად ბოლქვაძე;
• „ბავშვები ბავშვებისათვის” – სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედის საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები გურიისა და აჭარის მოზარდებისთვის“ – სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”;
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 160 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 16-მა განმცხადებელმა.
კულტურის სამინისტრომ აღნიშნული კონკურსი 2022 წელსაც გამოაცხადა და შემოსული 20 განცხადებიდან ცხრა გამარჯვებული პროექტი შეირჩა, რომელიც 220 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები