პუტინმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის 7 პირობა გააჟღერა

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ჯარების გაწვევისა და საერთაშორისო კონტროლის გაზრდისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ვესტი“ ავრცელებს. პრეზიდენტ პუტინის აზრით, იმისთვის, რომ სისხლისღვრა დასრულდეს და უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთით სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, კონფლიქტის ორივე მხარე რიგ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის 7 პირობას აჟღერებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პირველ რიგში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით შეიარაღებული ძალების მიერ თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მეორე – დასახლებული პუნქტების მიმართ საარტილერიო და ქვემეხების ცეცხლის დაცვის მიზნით, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებული ქვედანაყოფების გაწვევა მოსახლეობისგან მოშორებულ მანძილზე უნდა მოხდეს. მესამე – უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულებისათვის სრულყოფილი და ობიექტური საერთაშორისო კონტროლის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პუტინმა კონფლიქტის ზონაში დასახლებული პუნქტების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო ავიაციის გამოყენების გამორიცხვა მოითხოვა. პუტინის მოთხოვნების თანახმად, ასევე დევნილების დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვისთვის დერეფნის გახსნა უნდა მოხდეს. პუტინის ბოლო პირობა დანგრეული ობიექტების და ინფრასტრუქტურის აღდგენას ითვალისწინებს. რუსეთის პირველი პირის განცხადებით, დონბასის დასახლებულ პუნქტებში სარემონტო ბრიგადების გაგზავნა უნდა მოხდეს.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, პუტინი შეთანხმების მიღწევას მინსკში, 5 სექტემბერს, ეუთოს წარმომადგენლების, უკრაინის და რუსეთის ხელისუფლების ერთობლივ შეხვედრაზე ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები