ობამამ რუსეთს ქვეყანა-აგრესორი უწოდა

უკრაინა რუსეთის მხრიდან აგრესიის წინაშე დგას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც უკრაინული პრესა წერს, ობამამ მძაფრად დაგმო რუსეთის ქმედებები და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მშვიდობიან ან ჰუმანიტარულ მისიას არ ასრულებენ.
„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის სახის წინაშე… ეს რუსული საბრძოლო ქვედანაყოფებია რუსული იარაღითა და რუსული ტანკებით“, – განაცხადა ობამამ.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ალიანსში მისი მოკავშირეების დასაცავად აუცილებლად გამოვა.
„ერთხელ თქვენ უკვე დაკარგეთ დამოუკიდებლობა. ნატოს გვერდით ეს აღარ გემუქრებათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტალინში გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები