„აიხმანი იერუსალიმში“ – ჰანა არენდტის წიგნის წარდგენა გაიმართება

12 ივლისს, 19:00 საათზე, „დიოგენე“ და მწერალთა სახლი  ჰანა არენდტის წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ წარდგენას უმასპინძლებს. ღონისძიება გაიმართება მწერალთა სახლში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ავტორსა და წიგნზე ისაუბრებენ: მთარგმნელი თამარ ლომიძე და ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
„ის თავის მოვალეობას ასრულებდა… ემორჩილებოდა არა მარტო ბრძანებებს, არამედ კანონსაც“.
1960 წლის 11 მაისის საღამოს ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა, ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ბუენოს-აირესის გარეუბნიდან გაიტაცა. აიხმანი ისრაელში ჩაიყვანეს, სადაც იგი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდა. ბრალდებულს მიესაჯა სიკვდილი ჩამოხრჩობით.
გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, ჰანა არენდტი (1906-1975), პროცესს ესწრებოდა, როგორც ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი. მისი წიგნი „აიხმანი იერუსალიმში – ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“, XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად ითვლება.
წიგნი ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა და გამოიცა „მწერალთა სახლის“ მხარდაჭერით.

მის.: ი. მაჩაბლის ქ. 13, მწერალთა სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები