სასამართლომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული ექიმი და კიდევ ორი პირი, დამნაშავედ ცნო

ახალციხის კლინიკა “იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში ამავე კლინიკის ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და კიდევ ორი პირი – თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე აიყვანეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანის მდგომარეობა ახალციხეში 2021 წლის 18 მარტს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ დამძიმდა. ის თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები