საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი დახვდა.
სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.