“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიული არ არის, ამას კატეგორიულად უარვყოფთ” – ალექსი ბატიაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარტიული არ არის და ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს.
„კომიტეტის სხდომამ საინტერესოდ ჩაიარა, ბევრი კითხვა იყო, რასაც პასუხები გავეცი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის პარტიული, ამას არ ვადასტურებთ და კატეგორიულად უარვყოფთ“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.