2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება – 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3 136 ტონა), სომხეთსა (480 ტონა) და ბელორუსში (20 ტონა).