ექსპერტიზამ ფოტოჟურნალისტ ანდრეი სტენინის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

ექსპერტიზამ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს Russia Today-ის ფოტოჟურნალისტის ანდრეი სტენინის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. სტენინი უკრაინაში ერთი თვის წინ, 6 აგვისტოს დაიღუპა. როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, ფოტოჟურნალისტი უკრაინელი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნისას გარდაიცვალა.
როგორც Russia Today-ის გენერალური დირექტორის განცხადებაშია ნათქვამი, მანქანა, რომელშიც ფოტოჟურნალისტი იმყოფებოდა, დონეცკთან ახლოს დაცხრილეს.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მანქანაში, მართლაც, ანდრეი სტენინი – 33 წლის ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარული ყმაწვილი, უაღრესი პროფესიონალი ადამიანი იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები